გასული წლის დეკემბერში, ქუთაისის აეროპორტი 42 000 - ზე მეტ მგზავრს მოემსახურა
13:02 / 14.01.2022
პანდემიის პირობებში, ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტში საჰაერო მიმოსვლას მზარდი დინამიკა აქვს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2021 წლის
დეკემბრის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით
აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 51% აღდგა. 2021
წლის დეკემბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 42,077 მგზავრს
მოემსახურა. (2019 წლის დეკემბერი 82,551 მგზავრი).
მზარდი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც.
დეკემბრის თვეში, აეროპორტში რეისების 63% აღდგა და მოემსახურა 181
რეისს. ( 2019 წლის დეკემბერი - 289 რეისი).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის,
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 24
მიმართულებით ოპერირებს.
ფრენები კოვიდპანდემიის გამო 2020 წლის მარტში გაჩერდა, რომელიც ექვსი
თვის შემდეგ აღდგა.
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის
მქონე შენობა, რომელსაც ხანძარი ორი წლის წინ გაუჩნდა, ამ
დრომდე მიტოვებულ და მძიმე მდგომარეობაში რჩება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები