ახალი ამბები
ამირან გამყრელიძე - "ფაიზერის" ნახევარ მილიონ დოზას ვადა მარტის ბოლოს გასდის"
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ "ფაიზერის" ვაქცინის ნახევარ მილიონ დოზას ვადა მარტის ბოლოს გასდის.

რაც შეეხება ჩინეთში წარმოებულ ვაქცინებს - “სინოფარმსა და “სინოვაკს”, გამყრელიძის თქმით, მათ ვადა 2023 წლის ივნისამდე აქვთ.

ქვეყანაში არსებული ვაქცინების მარაგებსა და ვარგისიანობაზე NCDC-ის დირექტორმა დღეს უწყებათშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ამ ეტაპზე გვაქვს 550 ათას დოზამდე "ფაიზერის" ვაქცინა, რომელსაც 31 მარტამდე აქვს ვადა. გვაქვს დარჩენილი კიდევ დაახლოებით, 1.5 მილიონი “სინოფარმი და “სინავოკის” ვაქცინა, რომელთაც ვადა 2023 წლის ივნის-ივლისამდე აქვთ, ზუსტი თვე არ მახსოვს. ანუ საკმაოდ ვადიანია.

რაც შეეხება ახალ შესყიდვებს, გიდასტურებთ, რომ უკვე დიდი ხანია “ფაიზერთან” მოლაპარაკება მიმდინარეობს.  ამ წელს დამატებით 2 მლნ დოზა ვაქცინის შესყიდვაზე. მათ შორის, საუბარია ბავშვების დოზებზეც.  ასევე, საუბარია იმაზე, რომ თუ “ფაიზერს” მარტის ბოლოსთვის ექნება "ომიკრონის" შტამისთვის სპეციფიკური ვაქცინა, საქართველოს ამაზე განაცხადი აქვს გაკეთებული”
,-აცხადებს ამირან გამყრელიძე.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ნაციონალური მოძრაობის
14:51 / 24.04.2024
ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.