ახალი ამბები
ქუთაისი ახალ წელს ძველი ნაძვის ხით შეხვდება
FaceBook
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე კვლავაც 2011 წელს შეძენილ ნაძვის ხეს ააწყობენ.

როგორც ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, წელს საახალწლოდ ახალი მორთულობები არ შეუძენიათ.

"მიმდინარეობს საახალწლო მორთულობების მონტაჟი და ასევე შეკეთება რაც დაზიანებულია, რამდენიმე დღეში ყველა საახალწლო გრილიანდი ჩართული იქნება ქუთაისში," - აცხადებენ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში.

საახალწლო მორთულობების მონტაჟი 22 დეკემბერს დასრულდება.

ქუთაისში ნაძვის ხეებისა და საახალწლო გრილიანდების მონტაჟს შპს "აღმდგენი" ახორციელებს.

ქუთაისის მერიამ შპს "აღმდგენს" საახალწლო მორთულობის მონტაჟისა და დემონტაჟისთვის 78 ათას ლარი უნდა გადაუხადოს.

ქუთაისში საახალწლოდ სულ სამი ნაძვისხე დამონტაჟდება. ნაძვისხეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ცისფერყანწელთა და ახალგაზრდობის ქუჩებზე დამონტაჟდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.