ახალი ამბები
"ბოცა გაძვირდა'' - აქცია-პერფორმანსი ქუთაისის მერიის წინ
FaceBook
ქუთაისის მერიის წინ სამოქალაქო აქტივისტმა ზაალ კუხიანიძე აქცია-პერფორმანსი გამართა.
"ბოცა გაძვირდა 5 550 ლარად'' - ამ  წარწერით  საჯარო მოხლეების  გაზრდილი ხელფასები და 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი გააპროტესტა.

მისი თქმით, 53 მილიონი იხარჯება ხელფასებზე, მომსახურებაზე, საწვავზე, კანცელარიაზე და ავეჯზე, რაც მისი თქმით, არასწორია.

"33 მილიონი მხოლოდ ხელფასებისათვის არის გათვალისწინებული და 20 მილიონი ლარი კი მომსახურებაზე საწვავზე, საკანცელარიო ნივთებზე და ავეჯზე.53 მილიონი იხარჯება მერიის შენობაში და 36 მილიონი იხარჯება ქალაქში ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, სოციალურად დაუცველები, სპორტი, კულტურა, ახალგაზრდობა და აშ. კითხვა მაქვს ხახალეიშვილთან, სად უნახავს ბიუჯეტის ნახევარზე მეტი დახარჯულიყოს მერიის ადმინისტრაციულ შენობაში და ნახევარზე ნაკლები დაიხარჯოს ქალაქში ყველა მიმართულებით", - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი ზაალ კუხიანიძე.

ზაალ კუხიანიძე 2022 წლის 20 იანვრიდან ქუთაისის მერიასთან აქციების გამართვას გეგმავს. მისი თქმით, აქცია გაიმართება 29 დეკემბერსაც და არ მისცემს საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტის  დამტკიცების უფლებას. 

ქუთაისის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 22 მილიონი ლარით მეტია მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით და ის 82 მილიონ ლარს შეადგენს.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მომდევნო წლის ბიუჯეტში პრიორიტეტული მიმართულებები შემდეგნაირად დაფინანსდა:

ინფრასტრუქტრული პროექტები - 29 929 000 ლარი;

კულტურის სფეროს განვითარება - 8 845 000 ლარი, გაზრდილია 1 300 000-ით.

სოციალური პროგრამები - 5 958 000 ლარი, გაზრდილია 541 000 ლარით,

ეკონომიკის განვითარება - 1 940 000 ლარი, გაზრდილია 170 000 ლარით;

2022 წლის ბიუჯეტში 33 მილიონზე მეტი ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულების ხელფასზე დაიხარჯება.

საკრებულომ მომავლი წლის ბიუჯეტი 29 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.