ახალი ამბები
გერმანიაში შესვლის წესი იცვლება
FaceBook
გერმანიაში შესასვლელად განახლებული რეგულაცია ამოქმედდა.
ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საელჩო საქართველოში აქვეყნებს. რეგულაცია კოვიდსაბუთს ეხება.

საელჩოს ცნობით, დღეიდან გერმანიაში შესასვლელად პირები ექვსი წლის ასაკიდან ვალდებული არიან, თან იქონიონ კოვიდ-საბუთი. პირებმა ექვსი წლის ასაკიდან გერმანიაში შესვლისას უნდა წარადგინონ ტესტის, კოვიდისგან გამოჯანმრთელების ან აცრის დამადასტურებელი საბუთი. ტესტი (ანტიგენის ან PCR) ძირითადად ჩატარებული უნდა იყოს გერმანიაში (დაგეგმილი) შესვლის მომენტამდე მაქსიმუმ 48 საათით ადრე.

აღნიშნულისგან განსხვავებით სატრანსპორტო კომპანიის (მაგ. ავიაკომპანიის) მეშვეობით გამგზავრების შემთხვევაში PCR-ტესტი ჩატარებული უნდა იყოს (დაგეგმილი) გამგზავრების დაწყების მომენტამდე (მაგ. თვითმფრინავის აფრენამდე) მაქსიმუმ 48 საათით ადრე. ანტიგენის ტესტი სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით გამგზავრების შემთხვევაშიც ჩატარებული უნდა იყოს გერმანიაში (დაგეგმილი) შესვლის მომენტამდე მაქსიმუმ 48 საათით ადრე.

კოვიდ-საბუთის ვალდებულება ასევე ვრცელდება თვითმფრინავის იმ მგზავრებზე, რომლებიც მხოლოდ ტრანზიტის მიზნით ჩადიან გერმანიის ერთ-ერთ აეროპორტში. ეს ეხება ტრანზიტულ მგზავრობას როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ან ამ ქვეყნებში, ასევე შენგენის ქვეყნებიდან ან შენგენის ქვეყნებში.

გარდა ამისა, საელჩოს ცნობით, გერმანიის უწყებებმა შეიძლება დამატებით მოითხოვონ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლის შემდეგ PCR-ტესტის ჩატარება ჩასვლის ადგილზე (მაგ. აეროპორტში).

ცვლილებები ძალაში დღეს შედის.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურაში მაღაროელები უკვე მე-200 დღეა, ქუჩაში არიან გამოსული და
სამართლიანი და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის იბრძვიან.
12:54 / 15.09.2025
ჭიათურაში მაღაროელები უკვე მე-200 დღეა, ქუჩაში არიან გამოსული და სამართლიანი და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის იბრძვიან.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების
შესაბამისად, 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E
ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები
გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.
12:47 / 15.09.2025
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.