ახალი ამბები
ხარაგაულში სამშენებლო კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
FaceBook
ხარაგაულში, რკინის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ექვსი კი დაშავდა.
ხარაგაულის მერის კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, სამი დაშავებული საქართველოს მოქალაქეა, სამი კი ჩინეთის.

"გარდაცვლილია ადგილობრივი, ყველა გამოყვანილია შენობიდან, დაშავებულები გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დრომდე გრძელდება სამაშველო ღონისძიება''
,-  ამბობს "ქუთაისიპტთან" სატელეფონო საუბარში  კობა ლურსმანაშვილი.

მერის ინფორმაციით, ჯერჯერობით  უცნობია თუ რა გახდა მიზეზი  რკინის კონსტრუქციის ჩამოშლის. 

22 დეკემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვერტყვიჭალაში, სადაც ავტობანის მშენებლობა მიმდინარეობს, რკინის არმატურის საამქრო ჩამოინგრა. 


Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ხარაგაული
მსგავსი სიახლეები

ქუთაისის №3 საჯარო სკოლის შენობის ფასადიდან
რამდენიმეთვიანი ბათქაშის ცვენის შემდეგ  მერიამ ტენდერი
ახლა  გამოაცხადა.
12:54 / 29.06.2026

ქუთაისის №3 საჯარო სკოლის შენობის ფასადიდან რამდენიმეთვიანი ბათქაშის ცვენის შემდეგ  მერიამ ტენდერი ახლა  გამოაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:19 / 28.06.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.