ხარაგაულში მოსახლეობის დიდი ნაწილს ელექტროენერგია დიდთოვლობის
გამო არ მიეწოდება.
"ეპ ჯორჯია მიწოდების", პრესსამსახურის ხელმძღვანელის თეონა
გეგუჩაძის თქმით, დაზიანებულია სადენები.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, როგორც კი სადენები
შეკეთდება მოსახლეობას ელექტროენერგია აღუდგება''.
ხარაგაულის მერის კობა ლურსამანაშვილის განმარტებით, დიდთოვლობის გამო
ელექტრონერგიის მიწოდების პრობლემა გუშინ საღამოდან
შეიქმნა.
"მაგრამ მიდის აღდგენაზე მუშაობა და მოსახლეობას მალე ექტროენერგიის
მიწოდება აღუდგენა", - ამბობს კობა
ლურსამანაშვილი.
სავარაუდოდ, დიდთოვლობა გახდა მიზეზი ხარაგაულში
რკინის კონსტრუქციის ჩამოშლის, რომელსაც ,
პირველადი ინფორმაციით, მსხვერპლი მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები