ახალი ამბები
მურღულია ფულს "იტყაპუნებს" - ქუთაისის მერიის წინააღმდე შესაძლოა პროკურატურას მიმართნ
FaceBook
"ქუთაისის მერს ალბათ მიზნად აქვს დასახული ივანიშვილზე მეტი ფული დააგროვოს"


პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ირწმუნება, ქალაქის მასშტაბით გზის ორმოული შეკეთება 10 წლის მანძილზე დაუსრულებლად ხორციელდება და ამ გზით ქუთაისის მერიის მხრიდან ათასობით ლარის არამიზნობრივად ხარჯვა ხდება.

წულაია ქუთაისში, რუსთაველისა და გორის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარებილიტაციო სამუშაოებს აკრიტიკებს.

"ეს გზები ათი წელია კეთდება დაუსრულებლად, ესა ტრაგედია, ორმოები იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევებს, რომ არაფერი ვთქვათ ამ გზით მერიისა და მერის მიერ ფულის "შეტყაპუნების" თაობაზე, მურღულია ფულს იტყაპუნებს რადგან ქუთაისის მერს ალბათ მიზნად აქვს დასახული ივანიშვილზე მეტი ფული დააგროვოს," - ამბობს წულაია.

წულაია ქუთაისში მთავრობის გადადგომას ითხოვს და ქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დახარჯული თანხების გამოძიების მიზნით აპირებს პროკურატურას მიმართოს.

"2015 წელ ქუთაისში გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა თანხა და როგორ შერსულდა სამუშაოები აუცილებელია გამოიძიოს პროკურატურამ, 2015 წელს ქუთაისში გზების შეკეთებისთვის მილიონი ლარი იყო გამოყოფილი და სად წავიდა ეს ფული გასარკვევია" - აცხადებს წულაია.

ქუთაისის მერიაში წულაია ბრალდებებს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მისი ბრალდებები უსაფუძვლოა.

"გზის რეაბილიტაცია კანონიერების ფარგლებში ხორციედება და ფულიც მიზნობრივად იხარჯება. 3 - დან 7 წალმდე არის გზის ხანდაზმულიბის ვადა და იქამდე , ვიდრე ეს პერიოდი არ გავა არ შეიძლება გზის კაპიტალური შეკეთება მოხდეს, ამიტომაც ხდება მისი ორმოულად შეკეთება. გორისა და რუსთაველის ქუჩაზე გზა 2011 წელს გაკეთდა, ამიტომ ჯერ არ არის გზის ხანდაზმულობის ვადა გასული და კაპიტალურად რომ გაკეთდეს, სწორედ ეს ჩაითვლება ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვად და არაკანონიერებად," -განმარტავენ ქუთაისის მერიაში.

ქუთაისის მერიაში იმასაც ამბობენ, რომ თუ გოგი წულაიას მერიის წინააღმდეგ კონკრეტული ფაქტები აქვს, სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს.

Print