ახალი ამბები
ქუთაისის მერია საჯარო ინფორმაციას მალავს
FaceBook
ქუთაისის მერია არ არასაჯაროებს ინფორმაციას მუნიციპალური ტრანსპორტის ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ.

მიმდინარე წლის 2 დეკემბერს  მერიას წერილობით მივმართეთ და ვკითხეთ: რა თანხა მიიღო შემოსავლის სახით შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიამ" და რამდენია ხარჯი? რამდენი მძღოლი ჰყავს კომპანიას და რამდენია მათი ანაზღაურება? რა რაოდენობის საწვავი მოიხმარა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მისი ფუნქციონირების დაწყების დღიდან ამ დრომდე? რამდენი თანამშრომელი ჰყავს კომპანიას და რამდენია ჯამში მათი სახელფასო ფონდი?

ქუთაისის მერიის პრესსამსახურს 20 დეკემბერს შევახსენეთ, რომ შეკითხვებზე პასუხი არ მიგვიღია და საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადა დარღვეული იყო. დაგვპირდნენ, რომ პასუხს მოგვიმზადებდნენ, თუმცა, საპასუხო წერილი არ მიგვიღია.


ადმინისტრაციული კოდექსის თანახამდ, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა.

მუნიციპალურ ტრანსპორტში კონტროლის არარსებობის გამო, მგზავრების ნაწილი თანხას არ იხდის. მიმდინარე წლის ოქტომბერში მერიამ ავტობუსებში კონტროლიორები შეიყვანა და იმ მგზავრების 20 ლარით დაჯარიმება დაიწყო, ვინც თანხას არ გადაიხდიდა, თუმცა, მოგვიანებით, დაჯარიმების ფაქტები თავადვე უარყვეს და თქვეს, რომ ეს მხოლოდ გაფრთხილება იყო. ფაქტია, რომ მერიის მცდელობა, ფრაგმენტული კონტროლითა და ჯარიმის გარეშე მიიღოს შემოსავლები და აანაზღაუროს ხარჯები, უშედეგოა.

თავის მხრივ, გადახდის სისტემის გაუმართაობაზე საუბრობენ მგზავრები და ამბობენ, რომ ავტობუსებში დამონტაჟებული აპარატები ხშირად გამოდის მწყობრიდან, რის გამოც მგზავრობის თანხის გადახდას ვერ ახერხებენ.

ქუთაისის მერიამ ახალი 60 ავტობუსი გასულ წელს შემოიყვანა. ამისთვის თვითმმართველობამ 23 მილიონი ლარი ისესხა, რომელიც 10 წელი უნდა იხადოს.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ტრანსპორტი
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.