ახალი ამბები
ქუთაისის მერია საახალწლო გალა-კონცერტის სცენის მოწყობისთვის რამდენიმე ათეულ ათასს დახარჯავს
FaceBook
ქუთაისის მერია ცენტრალურ მოედანზე გასამართი საახალწლო გალა-კონცერტისთვის სცენით და საჭირო აპარატურით მომსახურებისთვის ელექტრონულ ტენდერს (NAT210023835)  აცხადებს. 

ადგილობრივი თვითმმართველობა ამ მომსახურებისთვის ბიუჯეტიდან 21 610 ლარის დახარჯვას გეგმავს.

სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო შესყიდვაში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე გასამართი გალა-კონცერტისთვის სცენით, მხატვრული განათებითა და გახმოვანების აპარატურით მომსახურების გაწევა.

დოკუმენტის მიხედვით, კონცერტის ხანგრძლივობა არანაკლებ 240 წუთი (4 საათი) უნდა იყოს.

ქუთაისის მერიას 2022 წლის შესახვედრად 11 ღონისძიება აქვს დაგეგმილი.

ჯამში, საახალწლო განწყობის შესაქმნელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 306 500 ლარი დაიხარჯება.

ფოტო არქივიდან.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.