ახალი ამბები
ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა.

მესხიშვილის თეატრის გარდა, კონკურსი ჩატარდება კიდევ სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე.  სამი თეატრის  ხელმძღვანელები  კი დაინიშნენ.

ეს  უშუალოდ კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებაა. 

მინისტრის გადაწყვეტილებით, რეზო გაბრიაძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი და მსახიობი ლევან გაბრიაძე, ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრ "აფხაზეთის" სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი გელა კანდელაკი, ხოლო შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რობერტ სტურუა დაინიშნენ. სამივე მათგანი ამავე თეატრების მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელია და ამ პოზიციაზე ყოფნის ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს ეწურებათ.

კულტურის სამინისტროში აზუსტებენ, რომ მინისტრმა  პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მეათე მუხლის მერვე პუნქტის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად გამოიყენა დისკრეციული უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ, უკონკურსოდ, დაენიშნა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები.

ამასთან, თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის, მე-9 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-10 პუნქტისა და სარეკომენდაციო საბჭოს დებულების საფუძველზე, 4 თეატრში სამხატვრო

ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი ცხადდება. ესენია:

1. გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი,

2. ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი,

3. აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის დრამატული თეატრი,

4. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიმდინარე წლის 6 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს ახალი დებულება.

ახალი დებულების თანახმად, კონკურსს აცხადებს სამინისტრო, ხოლო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით
Print