ქუთაისის მერია საახალწლო
მორთულობებში სოლიდურ თანხას დახარჯავს, თუმცა, საახალწლო განწყობა
წელსაც არ გასცდება ცენტრალურ ქუჩებს.
ახალი დეკორაციები და განათებები ძირითადად, ისტორიულ უბანს
მოიცავს.
მერიის ააიპ "ქუთგანათების სერვისის" ინფორმაციით, დაგეგმილია 5-6
მოდიფიკაციის მორთულობის შეძენა, რომლებიც რუსთაველის ქუჩასა და თეთრი
ხიდის ტერიტორიაზე მოეწყობა. 9 ნაძვის ხე დაიდგმება
მუნიციპალიტეტებში, ე.წ. უსაფრთხოების კუნძულებზე.
თეთრ ხიდზე დაიდგმება ფერადი
კონსტრუქცია წარწერით: 2022, სადაც მოქალაქეები ფოტოების გადაღებას
შეძლებენ. დაგეგმილია, ასევე, რამდენიმე სხვადასხვა ზომისა და ფერის
კონსტრუქციების დადგმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.
31 დეკემბერსა და 7 იანვარს სულ 11 ღონისძიება გაიმართება. 31 დეკემბრის ღამეს
დაგეგმილია გალა-კონცერტიც, თუმცა, ვინ იქნებიან მასში მონაწილე
პირები, ჯერჯერობით უცნობია. უცნობია ისიც, როდის გაანათებს მერია
ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს.
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის
მქონე შენობა, რომელსაც ხანძარი ორი წლის წინ გაუჩნდა, ამ
დრომდე მიტოვებულ და მძიმე მდგომარეობაში რჩება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები