ახალი ამბები
ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულო ძველი სახეებით
FaceBook
ქუთაისის ახალარჩეული საკრებულოს წევრებმა წარმომადგენლობითი ორგანოს ლეგიტიმაცია უკვე ცნეს.

პირველ სხდომაზე დეპუტატებმა აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე, მისი სამი მოადგილე, კომისიებისა და ფრაქციების ხელმძღვანელები.

მე-7 მოწვევის საკრებულოს ისევ წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უხელმძღვანელებს. მოადგილეები კი პარტია "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გია ბასილაძე, ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი და წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი თეიმურაზ ნადირაძე გახდნენ.


ახალი მოწვევის საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნა. ფრაქცია "ქართულ ოცნებას" ასევე წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი მარეხი ნიჟარაძე უხელმძღვანელებს. ფრაქცია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი გიგა შუშანია, რომელიც იგივე პოზიციას იკავებდა მე-6 მოწვევის საკრებულოში.

ახალარჩეულ საკრებულოში ხუთი კომისია იმუშავებს. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ამირან კოპალეიშვილი გახდა, ასვე წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი. გასული ოთხი წელი ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი იყო მამუკა რიჟამაძეც, რომელიც ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას ჩაიბარებს, ეკონომიკის ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიას ლევან სანიკიძე უხელმძღვანელებს, იურიდიულ საკითხთა კომისიას თეა ჯუღელი, ხოლო განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის კომისიას - ბექა ქებულაძე.

მმართველმა პარტიამ საკრებულო ძველი სახეებით დააკომპლექტა. ნაწილობრივ ძველი სახეებითაა წარმოდგენილი ოპოზიციაც.

3 დეკემბერს ქუთაისის ახალარჩეული საკრებულო პირველად შეიკრიბა. სხდომა ოპოზიციის ხმაურიანი განცხადებების ფონზე გაიხსნა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნებს არადემოკრატიული უწოდეს.

სხდომის დაწყებამდე თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის წინ აქცია გამართა სამოქალაქო აქტივისტმა, რომელიც აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა. მან საკრებულოს სხდომაზე დასწრების მიზნით შენობაში შესვლა სცადა, რისი საშუალებაც  პოლიციამ არ მისცა და რასაც მისი დაკავება მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზაალ კუხიანიძის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.