ახალი ამბები
სასამართლომ უვადო მწვანე პასპორტის სარჩელი არ დააკმაყოფილა
FaceBook
უვადო ,,მწვანე პასპორტის'' საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ადვოკატებმა ანა არგანაშვილმა და ანა აბაშიძემ სასამართლოს მიმართა დაევალებინა მთავრობისთვის მწვანე ბარათის სამეცნიერო და სამედიცინო მტკიცებულებების გაცემა.

ორგანიზაცია ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის'' აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.

ორგანიზაციაში აცხადებს, რომ მათი არგუმენტი სასამართლოს აძლევდა საშუალებას, მთავრობა დაევალდებულებინა, კოვიდგადატანილებისთვის მწვანე სტატუსი დროებით მიენიჭებინა.

ორგანიზაციას მოსარჩელე მხარის არგუმენტიც მოჰყავს, რომელიც მათი თქმით უსაფუძვლოა.

"მოცემულ შემთხვევაში სრულად ეყრდნობა განმცხადებლების შეფასებებს და ინტერნეტ გამოცემების ამონარიდებს, სადაც დარგის სპეციალისტების მიერ გამოთქმულია მოსაზრებები მიმდინარე თემასთან დაკავშირებით"-, განაცხადა სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ.

,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის''აცხადებს,რომ მათი სარჩელი ეყრდნობოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის, ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის შეფასებებს.

ორგანიზაციის თქმით, ეს ადამიანები აცნობენ საზოგადოებას ყოველდღიურად პანდემიასთან დაკავშირებულ სამედიცინო და სამეცნიერო სიახლეებს და წარმოადგენენ ინსტიტუტებს, რომლებსაც ევალებათ ქვეყანაში ეპიდემიასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება.

პირველი დეკემბრიდან კაფეებში, რესტორნებში, კინოთეატრებში მხოლოდ ისინი პირები შევლენ, ვისაც "მწვანე პასპორტი" ექნება.

,,მწვანე პასპორტი'' აღება შეუძლიათ პირებს, რომლებიც

ან ორჯერაა აცრილი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით

ან ჩატარებული აქვს 72 საათის ვალიდურობის პისიარ ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის სწრაფი ანტიგენ ტესტი

ან გადატანილი აქვს კოვიდი.

ამავე თემაზე:

უვადო "მწვანე პასპორტს" უჩივიან
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

ქუთაისის №3 საჯარო სკოლის შენობის ფასადიდან
რამდენიმეთვიანი ბათქაშის ცვენის შემდეგ  მერიამ ტენდერი
ახლა  გამოაცხადა.
12:54 / 29.06.2026

ქუთაისის №3 საჯარო სკოლის შენობის ფასადიდან რამდენიმეთვიანი ბათქაშის ცვენის შემდეგ  მერიამ ტენდერი ახლა  გამოაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:19 / 28.06.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.