ახალი ამბები
„5 მილიარდი დაიმატა ივანიშვილმა საქართველოს ქონებით“
FaceBook
სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა კორუფციულ ფაქტებზე, რომლებშიც, მისი თქმით,  ჩართული არიან მოსამართლე მურუსიძე, პროკურორი შოთაძე, შსს მინისტრ გომელაური.

ასევე აღნიშნა სახელმწიფოს ხარჯზე ივანიშვილის გაზრდილ ქონებაზე.

"5 მილიარდი დაიმატა ივანიშვილმა საქართველოს ქონებით. საქართველო ქართველებს აღარ ეკუთვნით ქართველები არიან ამ სისტემაში ან მოჯამაგირეები და ემიგრანტები. რადგან  საქართველო ეკუთვნის ერთ კაცს და მის კლანს."


სააკაშვილმა ისაუბრა იმ სფეროებსა და საკითხებზე, რომლებიც უნდა შეიცვალოს საქართველოში.

"საქართველო როგორც ქვეყანა ქრება ამ სისტემის პირობებში. რა უნდა ვქნათ ამ სისტემისგან რომ გავთავისუფლდეთ? ჯერ ერთი ჩვენ უნდა გავმართოთ ფართო საზოგადოებრივი დისკუსია.

საქართველში უნდა ჩატარდეს ელექტორნული არჩევნები.

უნდა იყოს მიღებული მედიაკოდექსი.

საქართველოში უნდა მოხდეს სრული დეცენტრალიზაცია.  პოლიცია უნდა იყოს მუნიციპალური, ქალაქებს უნდა ჰყავდეს თავისი არჩეული შერიფი. 

უნდა იყოს ისეთი სისტემა, როდესაც ხელისუფლებაში იქნება კოალიცია. სტაბილური კოალიცია და ერთმანეთს გააკონტროლებენ. 

სასამართლოს სისტემა უნდა შეიცვალოს, ყველანი უნდა იყოს დათხოვილი. 

მთლიანად უნდა გამოცვალოს პროკურატურის კორპუსი. 

უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს რეფორმა. სასამართლოში უცხოელების მოწვევა რომ შეიცვალოს სტანდარტები და აშ.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. პიჯაკების საქმეს განიხილავს. სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქმის პროკურორს "ბინძური მატყუარა" უწოდა.

სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე პროკურატურამ ექსპრეზიდენტს 2014 წელს წარუდგინა ბრალი.

გამოძიების ვერსიით, სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაშინდელ უფროსს შორის დადებული შეთანხმების, ასევე, სააკაშვილის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009-2013 წლებში სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარი გაიფლანგა.

პროკურატურა საუბრობს როგორც სააკაშვილისთვის, ისე სხვა ფიზიკური პირებისათვის გაწეულ მომსახურებაზე, რომელთა ხარჯების დასაფარადაც საიდუმლო ფორმით გაიფლანგა ბიუჯეტის ფული.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.