ახალი ამბები
ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულო პირველ სხდომას 3 დეკემბერს გამართავს
FaceBook
3 დეკემბერს ქუთაისის მე-7 მოწვევის საკრებულო პირველ სხდომას გამართავს.

დეპუტატების პირველი შეკრება პროცედურულ საკითხებს დაეთმობა. სხდომას ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილი გახსნის, რის შემდეგაც მოხდება საკრებულოს სამანდატო და ხმის დამთვლელი დროებითი კომისიების არჩევა.

დროებითი კომისიები ეტაპობრივად აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეებს, ასევე მოხდება ფრაქციების და კომისიების დაფუძნება და მათი წევრების განსაზღვრა.

ახალმა შემადგენლობამ უნდა დაამტკიცოს ქალაქის  2022 წლის ბიუჯეტიც, რომელიც განსახილველად მომდევნო სხდომაზე გავა.

ქუთაისის მეშვიდე მოწვევის 35 წევრიან საკრებულოში, "ქართულმა ოცნებამ" 18 მანდატი მოიპოვა, ოპოზიციამ - 17. მმართველ პარტიას ხუთი მაჟორიტარი ეყოლება, ოპოზიციას - ორი.

მმართველმა პარტიამ საკრებულო ძველი სახეებით დააკომპლექტა. დეპუტატების უმრავლესობა მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრია. სავარაუდოდ, მოქმედი თავმჯდომარე გააგრძელებს ახალი მოწვევის საკრებულოს ხელმძღვანელობასაც.

ვინ შევიდა ახალი მოწვევის საკრებულოში, ნახეთ აქ.
Print