ახალი ამბები
ტყიბულში მიწის ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყოლილ მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ
FaceBook
ტყიბულში, ღია კარიერზე მომხდარი უბედური შემთხვევის დროს ჩამოშლილი მიწის მასაში მოყოლილ 45 წლის მამაკაცს მაშველები შვიდ საათზე მეტია ეძებენ.

მასთან კონტაქტის დამყარება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა უკვე ამოიყვანეს მომხდარის დროს მიწის მასის ქვეშ მოყოლილი კიდევ ერთი ადამიანი. 65 წლის მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ტყიბულში, ღია კარიერზე, სადაც ორი მუშა გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა, მიწის მასა დღის 2 საათისთვის ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად ორივე მამაკაცი მიწის ქვეშ აღმოჩნდა. სამუშაოების მწარმოებელმა მომხდარის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც იგი მუშებს ვერ დაუკავშირდა და მათ სანახავად ადგილზე მივიდა. იგი ამ დროისთვის ტყიბულის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. ტყიბულის მერიის ინფორმაციით, კარიერზე ქვანახშირის მოპოვება უნებართვოდ ხდებოდა, შესაბამისად, გამორიცხული არ არის, მომხდართან დაკავშირებით კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2026 წლიდან ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების
ოდენობა გაიზრდება.
15:49 / 19.11.2025
2026 წლიდან ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების ოდენობა გაიზრდება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დასავლეთ საქართველოს
საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, დიდი ოდენობით სახელმწიფო
სახსრების თაღლითურად დაუფლების, თაღლითობაში დახმარებისა და ყალბი
ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ოთხი პირი
დააკავეს.
14:21 / 19.11.2025
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების თაღლითურად დაუფლების, თაღლითობაში დახმარებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ოთხი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.