ახალი ამბები
ტყიბულში მაშველებმა მიწის მასაში მოყოლილი ერთი ადამიანი ამოიყვანეს
FaceBook
ტყიბულში, სადაც ერთ-ერთ კარიერზე მიმდინარე სამუშაოების დროს მიწის მასა ჩამოიშალა, მაშველებმა ერთი ადამიანის ამოყვანა მოახერხეს. 

იგი ერთ-ერთია იმ ორი მუშიდან, რომელიც ჩამონგრეულ მიწის მასაში მოყვა. 

გადარჩენილი პირი 65 წლისაა. იგი კლინიკაში გადაიყვანეს. 

მაშველები პარალელურად ეძებენ მეორე ადამიანს, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე მიწის ქვეშ არის მოყოლილი.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, იმერეთის მთავარი სამმართველოსა და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. მობილიზებულები არიან ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები.

ტყიბულში, ქვანახშირის კერძო მოპოვების კარიერში მიწის მასა ოთხი საათის წინ ჩამოიშალა. ჩამოშლილი მიწის  ქვეშ ორი ადამიანი მოყვა.

ტყიბულის მერიის ინფორმაციით, კარიერზე ნახშირის მოპოვება უნებართვოდ ხდებოდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.