ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულომ მერიას მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით დაუბრუნა
FaceBook
ქუთაისის საკრებულომ, აღმასრულებელს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით უკვე დაუბრუნა.

წარმომადგენლობით ორგანოში განმარტავენ, რომ მერიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში იყო როგორც შინაარსობრივი, ასევე, ტექნიკური სახის შენიშვნები.

"კომისიებში განვიხილეთ მერიის მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია. რამდენიმე შენიშვნა გვქონდა და ეს შეეხებოდა კონკრეტული პროგრამის არსებობას, რომ არ მომხდარიყო მისი დუბლირება.  გვქონდა თანხების გაზრდის მიმართულებით შენიშვნები. მაგალითად, სამედიცინო დახმარების პროგრამის ნაწილში, რომელსაც წელს თანხა ეზრდება",
- განმარტავს საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.

ამ ეტაპზე დოკუმენტის საჯარო განხილვა სხვადასხვა ფოსკუსჯგუფში მიმდინარეობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პირველი საჯარო  შეხვედრა წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართეს, სადაც ბიუჯეტის პროექტზე საუბარი თითქმის
ცარიელ დარბაზში მოუხდათ.

ბიუჯეტში მომავალ წელსაც პრიორიტეტული  კვლავ  ინფრასტრუქტურა, სოციალური და კულტურული მიმართულებებია.  2022 წლის ბიუჯეტში სფეროების მიხედვით თანხა ასე ნაწილდება:

ინფრასტრუქტრული პროექტები - 29 929 000 ლარი;

კულტურის სფეროს განვითარება - 8 845 000 ლარი, გაზრდილია 1 300 000-ით.

სოციალური პროგრამები - 5 958 000 ლარი, გაზრდილია 541 000 ლარით,

ეკონომიკის განვითარება - 1 940 000 ლარი, გაზრდილია 170 000 ლარით;

2022 წლის ბიუჯეტში 33 მილიონზე მეტი ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულების ხელფასზე დაიხარჯება. საერთო ჯამში კი, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა  82 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 22 მილიონი ლარით მეტია.

საკრებულომ მომავლი წლის ბიუჯეტი 24 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქვეყნის მასშტაბით 400-მდე სოციალური აგენტის
გაფიცვის პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრო მათთვის ხელფასების ზრდას
აანონსებს.
12:02 / 17.01.2022
ქვეყნის მასშტაბით 400-მდე სოციალური აგენტის გაფიცვის პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრო მათთვის ხელფასების ზრდას აანონსებს.
ხელფასების გაორმაგების, უფასო
დაზღვევის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების გაზრდის მოთხოვნით
ქვეყნის მასშტაბით 390 სოციალური აგენტი დღეს დილიდან
გაიფიცა.
11:47 / 17.01.2022
ხელფასების გაორმაგების, უფასო დაზღვევის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების გაზრდის მოთხოვნით ქვეყნის მასშტაბით 390 სოციალური აგენტი დღეს დილიდან გაიფიცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.