ახალი ამბები
ახალი პროგრამები, რომლებიც 2022 წელს დაფინანსდება
FaceBook
ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში, დაახლოებით, 90 000 ლარის ღირებულების ოთხი ახალი პროგრამაა გათვალისწინებული.
მერის სტიპენდიები - 20 000 ლარი;

მოლაშქრეთა ახალგაზრდული ბანაკი - 20 00 ლარი;

როკ მუსიკის ფესტივალი - 30 000 ლარი

ქუთაისელი ახალგაზრდების უცხო ენების საერთაშორისო სასერტიფიკატიო გამოცდებში მონაწილეობისთვის ფინანსური დახმარება (სოც.დაუცველებისთვის) -  20 000 ლარი.

ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე ქალაქის მერმა განმარტა, რომ  ახალი პროგრამების  მიზანი, ერთი მხრივ, მოქალაქეების ხელშეწყობა და  ახალგაზრდების გააქტიურება,  მეორე მხრივ კი, ქალაქში კულტურული სფეროს განვითარებაა.

"წელს პირველად იქნება მერის სტიპენდია, რომლის მიღება, როგორც მოსწავლეებს, ასევე, სტუდენტებსაც შეეძლებათ. ეს არის ერთგვარი წახალისება", - ამბობს იოსებ ხახალეიშვილი.

ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი მერიამ ქალაქის საკრებულოს უკვე წარუდგინა. წარმომადგენლობითმა ორგანომ შესაბამისს კომისიებში მუშაობა დაასრულა და ამ ეტაპზე დოკუმენტის საჯარო განხილვა მიმდინარეობს.

საკრებულოში განმარტავენ, რომ მერიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში, შენიშვნა, როგორც შინაარსობრივ ნაწილში, ასევე, ფინანსურ ნაწილში ჰქონდათ. შესწორებულ ვარიანტი საკრებულომაც უკვე გადაუგზავნა მერიას, რომელმაც დოკუმენტში ცვლილებები უნდა შეიტანოს.

საბოლოოდ,  ბიუჯეტი 24 დეკემბრამდე უნდა დამტკიცდეს.

სამუშაო ვერსიით, მომავალი წლის ქალაქის ბიუჯეტის მოცულობა 82 მილიონს შეადგენს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.