ახალი ამბები
ვადაგასული სურსათის ბაზარზე განთავსება 3 000 ლარით დაჯარიმდება - სეს-ი სანქციებს ამკაცრებს
FaceBook
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით გამოვლენილ დარღვევებზე სანქციები მკაცრდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გამკაცრების მიზანი, აღნიშნულ სფეროებში სამართალდარღვევების იდენტიფიცირება და მათზე შესაბამისი რეაგირებაა.

ზომები გამკაცრდა სურსათის უვნებლობის სფეროში ისეთ სამართალდარღვევებზე, როგორიც არის კრიტიკული შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

"დაწესდა პასუხისმგებლობა მომხმარებლისთვის განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათის ან ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების შესახებ ისეთი ინფორმაციის მიწოდებისთვის, რომელმაც შეიძლება მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორისთვის 1 000 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორისთვის 3 000 ლარის ოდენობით. ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას''-, აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მკაცრდება სანქციები არარეგისტრირებული, ვადაგასული პრეპარატების ბაზარზე განთავსების აღკვეთასა და ამოღებასთან დაკავშირებული მითითებების შეუსრულებლობისთვისაც.

ცვლილებები ძალაში 4 დეკემბრიდან შედის.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.