ახალი ამბები
ქუთაისის ბაღების გაერთიანების ბიუჯეტი იზრდება - რისთვის დაიხარჯება 14 მილიონზე მეტი
FaceBook
ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების 2022 წლის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით იზრდება.
მომდევნო წლის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მიხედვით, ბაღების გაერთიანების ბიუჯეტი 14 250 000 ლარი იქნება. 

გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი განმარტავს, რომ  თანხა მხოლოდ ხელფასების ნაწილში იზრდება. საუბარია 10 მილიონ ლარზე მეტზე.

"ეს თანხა, ძირითადად, თანამშრომლების ხელფასებისათვის არის განსაზღვრული. როგორც ვიცით, მომავალი წლიდან ხელფასების 20%-იანი მატებაა. მოხდება მისი გადანაწილება  და თუ რამე ნაშთი მორჩება, ინფრასტრუქტურაზე ან კვებაზე წავა. მოგეხსენებათ, პანდემიის გამო ბაღებში აღსაზრდელების დასწრება შემცირებულია, შესაბამისად, არ ვიცით რა რაოდენობის თანხა დაგვჭირდება კვებაზე
", - ამბობს დავით წიტაიშვილი. 

ბაღების გაერთიანების მიმდინარე წლის ბიუჯეტი 12 მილიონ 250 000 ლარია. აქედან, 8 მილიონ 480 000 თანამშრომლების ხელფასებს ხმარდება,  2 მილიონი კვებაზე იხარჯება, ხოლო დანარჩენი, ადმინისტრაციის სხვადასხვა საჭიროებისთვისაა განსაზღვრული.

ქალაქში 37 საბავშვო ბაღია, სადაც  1 800 ადამიანია დასაქმებული. თანამშრომელთა ხელფასი 300 ლარიდან 600-ლარადე მერყეობს. გაერთიანების ხელმძღვანელის ხელფასი 2000 ლარს შეადგენს. 

ქუთაისის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი 82 მილიონი ლარი იქნება. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.