ახალი ამბები
2022 წელს ქუთაისში საჯარო მოხელეების ხელფასებზე 33 მილიონზე მეტი დაიხარჯება
FaceBook
მომავალ წელს, ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულების ხელფასებისათვის,  33 086 000 ლარი დაიხარჯება.

ეს თანხა 6 602 000 ლარით აჭარბებს მიმდინარე წლის სახელფასო ბიუჯეტს.

წელს მერიაში, საკრებულოსა და ააიპ-ებში დასაქმებულების შრომის ანაზღაურებაზე 26 მლნ 484 000 ლარი იხარჯება.

საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის ხელფასების მომატება, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წინაასარჩევნოდ დააანონსა. მისი თქმით, საჯარო სექტორი კერძო სექტორთან სახელფასო თვალსაზრისით "კონკურენციას ვერ უძლებს", ხოლო მოხელეთა მოტივაცია  დაბალია.

"2022 წლის იანვრიდან დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას. ეს არის აუცილებელი, რადგანაც სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულები ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან, ამიტომ აუცილებელია ამ საკითხის გადაწყვეტა. გავზრდით ჩვენ მერების ხელფასებს, პრაქტიკულად გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი. წარმოუდგენელია მართლაც მერმა იმუშავოს 2000 ლარად და ემსახუროს მაგალითად ქუთაისს ან ბათუმს, რაც არის უზარმაზარი ქალაქი", - განაცხადა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ირაკლი ღარიბაშვილმა.

რც შეეხება ქუთაისის  მომავლი წლის ბიუჯეტის მოცულობას, სამუშაო ვერსიით ის 82 მილიონს შეადგენს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.