ახალი ამბები
მაქაცარია თემურ ცამციშვილზე - ის აღმოჩნდა ხაფანგში, მისი ადგილი იქ არაა
FaceBook
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, ლაშა მაქაცარია ახალ პოლიტიკურ პარტია "გირჩს" აკრტიტიკებს.
პოლიტიკურად ნული - ასე უწოდა "გირჩს" ყოფილმა გუბერნატორმა.

მან ასევე, "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმღვანელი თემურ ცამციშვილი გააკრიტიკა, რომელსაც "ტინგიცა ბავშვი" უწოდა.

"არ მგონია ეს იყო პოლიტიკურ გადაწყვეტილება იმიტომ, რომ რა იცის მან პოლიტიკა რა არის. თვითონ არ იცის რა ნაბიჯი გადადგა, ესაა არასერიოზულად გადადგმული ნაბიჯი. როცა რაღაც ჭირდებოდა, ყოველთვის ჩემთან მოდიოდა, რჩევას მეკითხებოდა და ბოლომდე გვერდით ვედექი. ახლა ამ ნაბიჯის შესახებ ჩემთვის მერე გახდა ცნობილი და ამით მოიჭრა ჩემთან და მისი კეთილისმსურველებთან უერთიერთობის გზა. ამას რას დავეძებ, ქალაქისთვისაც ვერაფერს გააკეთებს, იმიტომ რომ ეს ორგანიზაცია არაა ის, რომელიც მომავალში ხელისუფლებაში მოვა. ესაა ჩვეულებრივი სატელიტი დღევანდელი ხელისუფლების. თვითონ თემური მეეჭვება გარიგებებში იყოს, მაგრამ ის აღმოჩნდა ხაფანგში, მისი ადგილი იქ არაა. თვითონ მიხვდება და წამოვა იქედან. ამ ინფანტილური ნაბიჯით დაუსვა წერტილი ხვალინდელ იმ დღეს, სადაც ის აუცილებლად უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი პირი, რომელიც ქალაქის განვითარებაში მიიღებდა მონაწილეობას. თუ რამე აქვს გაკეთებული ამ ქალაქში, საკუთარ თავზე ნუ დაიბრალებს, ეს იყო მხარის და ქალაქის ხელმძღვანელობის ნება, რომ ამ მიმართულებით რამე შეცვლილიყო და განსაკუთრებული ექსკლუზივები მას არ ჰქონია. ჩამოუყალიბებელი, არასერიოზული კაცია. მის გარშემო შეკრული ჯგუფი შეუჩნდა და დააბოლეს. ესენი არიან ნული პოლიტიკაში," - აღნიშნა ლაშა მაქაცარიამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის
ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით
(Amicus Curiae) მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
10:49 / 17.01.2025
საქართველოს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზის
კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
10:21 / 17.01.2025
ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.