ახალი ამბები
ქუთაისის ოპერის თეატრი კონკურსს გამოაცხადებს
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრი მომავალ წელს სიახლეებით შეხვდება.

ამ სიახლეებიდან ერთ-ერთი მოსალოდნელი კონკურსია.

კონკურსი საშემსრულებლო სფეროს ეხება და მის შევსება- განახლებას გულისხმობს.

როგორც თეატრში აზუსტებენ, კონკურსის შედეგად არავის გაშვება არ იგეგმება.

„ყველა შენარჩუნდება და დაემატება ახალი ძალები"- ამბობენ თეატრში.

კონკურსს მომავალი წლის იანვრიდან ელოდებიან. თუმცა, Ზუსტი თარიღები ჯერ ცნობილი არ არის.

კონკურსი აღორძინების პროექტის ფარგლებში ჩატარდება.

აღნიშნული პროექტის განხორციელებაში თეატრს მსოფლიოში ცნობილი შემსრულებელი, საოპერო რეჟისორი და იმპრესარიო ორლინ ანასტასოვი დაეხმარება, რომელიც ქუთასისის ოპერის თეატრთან საქართველოს კულტურის სამინისტროს მოწვევით ითანამშრომლებს. 

აღორძინების პროექტი, კულტურის სამინისტროში შემუშავდა.

იგი გულისხმობს, როგორც თეატრის შენობის სრულ განახლებასა და თანამედროვე აპარატურით აღჭურვას, ასევე  შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებას თეატრის ადამიანური რესურსით გაძლიერების მიზნით, მაღალი საშემსრულებლო და შემოქმედებითი დონის უზრუნველყოფას და  საერთაშორისო შემოქმედებითი კონტაქტების დამყარებას. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის
სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის
შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
13:55 / 01.11.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.