ახალი ამბები
200-ლარიანი დანამატის დაპირების შემდეგ, 10 ათასზე მეტი პენსიონერი აიცრა
FaceBook
10 121 პენსიონერი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 8 ნოემბრის შემდეგ აიცრა,  ერთჯერად 200 ლარიან დანამატს  მიიღებს. თანხის გაცემა დღეიდან დაიწყო.

60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს დანამატი ,,ლიბერთი ბანკის'' საპენსიო ანგარიშზე ერიცხებათ.

ჯამში, გასაცემი თანხის რაოდენობა  2 024 200 ლარი შეადგენს.


200-ლარიან დანამატს მხოლოდ ის პირები მიიღებენ, ვინც პირველადი დოზით 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრებიან.

60 წლის და ზემოთ ასაკის პირები, რომლებიც პირველი დოზით აცრილები ან სრულად ვაქცინირებულები არიან და "ბუსტერ დოზას" იკეთებენ, ერთჯერად ფულად დანამატს ვერ მიიღებენ.

ბენეფიციარები, რომლებზეც დანამატის გაცემა 2021 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდება, თანხას მომდევნო წლის დასაწყისში მიიღებენ.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პენსიონერები, რომლებიც რვა ნოემბრიდან პირველი იანვრის ჩათვლით აიცრებიან, 200 ლარიან დანამატს მიიღებენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.