ახალი ამბები
ქუთაისში უბილეთო მგზავრების შემოწმება ისევ დაიწყო
FaceBook
ქუთაისში, მუნიციპალურ ტრანსპორტში კონტროლიორები ისევ გამოჩნდნენ.

მერიის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები, უბილეთო მგზავრებს მგზავრობის თანხის გადახდისკენ მოუწოდებენ, თუმცა, დაჯარიმება ჯერჯერობით არ ხდება.

მერიაში განმარტავენ, რომ კონტროლიორების მიზანია მგზავრებისათვის ინფორმაციის მიწოდება.

"კონტროლიორები, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, აკონტროლებენ ავტობუსებს.  ამასთანავე, მგზავრებს  აწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაიხადონ მგზავრობის თანხა.  დაჯარიმება არ მოხდება მანამ, ვიდრე  მოქალაქეები არ შეეჩვევიან გადახდის ახალ  სისტემას",  - ამბობს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ირმა მარდალეიშვილი.

დაახლოებით, ერთი თვის წინ, ქუთაისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც წერდა, რომ უბილეთო მგზავრები  20 ლარით დაჯარიმდებოდნენ.


ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ორნაირი სისტემა მოქმედებს. მგზავრებს საფასურის გადახდა პლასტიკური ბარათით ან საკასო აპარატის საშუალებით შეუძლიათ. ელექტრონული ბარათით გადახდა შესაძლებელია სპეციალურ მოწყობილობაზე მისი მოთავსებით, ხოლო საკასო აპარატში თანხის ჩაგდების შემთხვევაში მოწყობილობა ბილეთს მოგცემთ. მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ ერთ ლარიან, 50, 20 და 10 თეთრიანი მონეტებით. გასათვალისწინებელია, რომ აპარატი ხურდას არ აბრუნებს.


ქუთაისის მერიამ ახალი მუნიციპალური ავტობუსები გასულ წელს შემოიყვანა. ამისთვის თვითმმართველობამ 23 მილიონი ლარი ისესხა, რომელიც 10 წელი უნდა იხადოს.

ქუთაისში სულ 10 საავტობუსო ხაზია, რომელზეც 60 ავტობუსი მუშაობს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო
მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
10:41 / 08.10.2024
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე
ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები
აშენდეს.
16:00 / 07.10.2024
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები აშენდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.