ახალი ამბები
მეუფე იოანეს შესაძლოა უჩივლონ
FaceBook
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტს იოანე გამრეკელს სხვისი  ნივთის მითვისებაში ადანაშაულებენ. იმ შემთხვევაში, თუ  მეუფე  ნივთს მესაკუთრეებს არ დაუბრუნებს,  მას შესაძლოა უჩივლონ.

საქმე ეხება პანაღიას (მღვდელმთავრის შესამოსელის ნაწილი), რომელიც ქუთაისში სამმა პირმა (გურამ მოდებაძე, ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, მესამე პირის ვინაობა არ სახელდება)  ბაგრატის ტაძრის ბერს, ჭყონდიდელი მიტროპოლიტ პეტრესთვის (ცაავა)  საჩუქრად გადასაცემად დაამზადებინა.

საუბარია, 2019 წელზე, როცა მეუფე პეტრეს მღვდელმსახურება არ ქონდა აკრძალული.



პანაღია

"ამ პანაღიასთან დაკავშირებულ ძალიან სამწუხარო ფაქტს ერთი წლისა და ოთხი თვის ისტორია გააჩნია... ამ ეტაპამდე მიზანმიმართულად ვიკავებდით თავს ამ დანაშაულებრივი ფაქტის გასაჯაროებისგან. ახლა, ვფიქრობთ, რომ მოვიდა სათანადო დრო, როდესაც ეს ამბავი უნდა გასაჯაროვდეს.  2019 წლის ივნისის დასაწყისში შევუკვეთეთ პანაღიის დამზადება ბაგრატის საკათედრო ტაძარში მოღვაწე ერთ-ერთ ბერს.  პანაღია მზად უნდა ყოფილიყო 2020 წლის 7 აპრილისთვის, მიტროპოლიტ პეტრეს დაბადებიდან 50 წლის საიუბილეოდ.

2019 წლის 31 ოქტომბერს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად დადგინდა მიტროპოლიტი იოანე. 2020 წლის მარტიდან საქართველოში დაიწყო კორონავირუსული პანდემია, რის გამოც, გარკვეული ხელისშემშლელი მიზეზებიდან გამომდინარე, ვერ მოესწრო ხსენებული პანაღიის დასრულება.  ჩვენი თანხმობით,  შეკვეთის მიმღებმა გააგრძელა დამზადება და შევთანხმდით, რომ 2020 წლის ზაფხულის პირველ ნახევარში გადმოგვცემდა ჩვენს კუთვნილ პანაღიას.

მართლაც, დამზადდა პანაღია (ვერცხლი, მინანქარი, პანაღიას აქვს ვერცხლის ჯაჭვი) და როდესაც დადგა ჩვენი კუთვნილი ნივთის გადმოცემის დრო, შეკვეთის მიმღებმა ბერმა განგვიცხადა, რომ მიტროპოლიტმა იოანემ მფლობელების დაუკითხავად წაიღო ხსენებული პანაღია, რაც ჩვენთვის იყო სრული მოულოდნელობა. მიზეზი გახლდათ ის, რომ მეუფე პეტრეს აკრძალული აქვს მღვდელმოქმედება და თითქოს, ამიტომ, მეუფე იოანე ვერ დაუშვებდა მეუფე პეტრესთვის საჩუქრად გადაცემულიყო ეს პანაღია", - ამბობს საჩუქრის ერთ-ერთი შემკვეთი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.

მისი თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით მეუფესთან სამი შეხვედრა ჰქონდა, (ორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძესთან და ერთი გურამ მოდებაძესთან) სადაც მიტროპოლიტმა განუცხადა, რომ  პანაღიაში გადახდილი თანხის ორჯერ მეტს გადაიხდიდა, სანაცვლოდ, კი მათ ეს ნივთი უნდა დაევიწყებინათ.

"ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და რადგან ჩვენ ეკლესიის შვილები ვართ და პატივს ვცემთ მღვდელმთავარს, მხოლოდ ამიტომ ვიკავებდით თავს, თუმცა, რადგან  თავად მეუფეს არ აქვს ჩვენი პატივისცემა, მას  საჯაროდ  ვთხოვთ ჩვენი კუთვნილი ნივთის დაბრუნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავთ შესაბამის უწყებებს", - ამბობს ლაშა დეისაძე-შარვაშიძე ქუთაისიპოსტთან საუბარში.

რატომ შეუშალა მღვდელმთავრმა  ხელი საჩუქრის მეუფე პეტრესთვის გადაცემას, თავისი ვერსია აქვს  ლაშა დეისაძე-შარვაშიძეს. ის ამბობს, რომ  ამით მან, თავისივე აზრით, საკუთარი თავი დაიცვა.

"მეუფე იონემ იფიქრა, სინოდიდან განყენებული  სასულიერი პირისთვის ქუთაისიდან მიღებული საჩუქრის გამო, მას შესაძლოა საყვედური მიეღო, როგორც ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტს. არავინ  ეტყოდა საყვედურს. ეს ხომ კერძო შეკვეთა იყო და რა  შუაში იყო მეუფე იოანე?", - ამბობს  საჩუქრის ერთ-ერთი შემკვეთი.

მისი თქმით, პანაღია დღემდე რჩება მეუფე იოანესთან.

რატომ წაიღო სხვისი კუთვნილი  ნივთი ან აპირებს თუ არა მიტროპოლიტი პანაღიას დაბრუნებას, ამაზე იოანე გამრეკელის პოზიცია უცნობია. 

"მეუფე იოანე ქალაქში არ იმყოფება. რატომ წაიღო და დააბრუნებს თუ არა ნივთს, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ეს ეხება კონკრეტულ პირებს და ეპარქია არაფერ შუაშია", - ამბობს ეპარქიის ერთ-ერთი სასულიერო პირი, მოძღვარი მატათა ქარქაშაძე. 

თავად მეუფე იოანე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.