ახალი ამბები
ბანერისთვის დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
FaceBook
4 ნოემბრის ღამეს, ქუთაისში ბანერის დამზადების გამო დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

"დღეს უნდა ჩაინიშნოს ყველა შემთხვევაში. ბიჭები გადაყვანილი არიან სასამართლოში. ველოდებით დროის დაზუსტებას", - ამბობს დაკავებულების ადვოკატი ელისო დათუსანი.

მიხეილ მუმლაძისა და იმედა ონიანის ახლობლები და ოჯახის წევრები მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. გუშინ, სამტრედიის პოლიციასთან, სადაც დაკავებულები გადაიყვანეს, საპროტესტო აქციაც გაიმართა და მათი დაკავება გააპროტესტეს.


მიხეილ მუმლაძე და იმედა ონიანი პოლიციამ ქუთაისში გვიან ღამით, ოპოზიციის საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ დააკავა. სამოქალაქო აქტივისტები ბანერზე საპროტესტო შინაარსის წარწერის გაკეთების მომენტში აიყვანეს. ისინი ბანერის ქალაქის ცენტრში, მუზეუმის ყოფილ შენობაზე გადმოფენას გეგმავდნენ, რისი შესაძლებლობაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებულების ახლობლებს მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. საბოლოოდ გაირკვა, რომ ისინი სამტრედიის პოლიციაში გადაიყვანეს.

მიხეილ მუმლაძე და იმედა ონიანი პოლიციამ 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
10:41 / 15.10.2024
"ქართული ოცნება" ქუთაისელებს, წართმეული საპარლამენტო ქალაქის სტატუსის ნაცვლად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ცენტრად გადაქცევას სთავაზობს.
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობას, ხელისუფლებამ საბოლოო
დანიშნულება ექვსი წლის შემდეგ უპოვა.
13:58 / 14.10.2024
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობას, ხელისუფლებამ საბოლოო დანიშნულება ექვსი წლის შემდეგ უპოვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.