ახალი ამბები
სამტრედიის პოლიციასთან ბანერისთვის დაკავებული აქტივისტების მხარდამჭერი აქცია გაიმართა
FaceBook
სამტრედიაში, პოლიციის შენობის წინ,  ქუთაისელი დაკავებული აქტივისტების - მიხეილ მუმლაძისა და იმედა ონიანის გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამოქალაქო აქტივისტები უსაფუძვლოდ დააკავეს და ისინი უდანაშაულო არიან.

საპროტესტო შინაარსის ბანერის დამზადების გამო დაკავებულების სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ ჩანიშნულა.


მიხეილ მუმლაძე და იმედა ონიანი პოლიციამ ქუთაისში 4 ნოემბერს, გვიან ღამით, ოპოზიციის საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ დააკავა. სამოქალაქო აქტივისტები ბანერზე საპროტესტო შინაარსის წარწერის გაკეთების მომენტში აიყვანეს. ისინი ბანერის ქალაქის ცენტრში, მუზეუმის ყოფილ შენობაზე გადმოფენას გეგმავდნენ, რისი შესაძლებლობაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებულების ახლობლებს მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. საბოლოოდ გაირკვა, რომ ისინი სამტრედიის პოლიციაში გადაიყვანეს.

მიხეილ მუმლაძე და იმედა ონიანი პოლიციამ 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის
დღესთან დაკავშირებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განცხადება
გაავრცელა, რომელშიც შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და არსებული
გამოწვევები შეაფასა.
12:03 / 14.06.2026
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და არსებული გამოწვევები შეაფასა.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ  ქალაქის მასშტაბით 15 სკვერის
რეაბილიტაციას ახორციელებენ.
16:02 / 12.06.2026
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ  ქალაქის მასშტაბით 15 სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.