ახალი ამბები
ოპოზიციის ვიცე - მერობის კანდიდატის სასამართლოს ეუთო ოდირი დააკვირდება
FaceBook
ქუთაისში ოპოზიციის ვიცე - მერობის დაკავებული კანდიდატის სასამართლო პროცესს ეუთო ოდირი დააკვირდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ავრცელებს.


მისი თქმით, პროცესი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ იქნება მართული, ამიტომ აუცილებელია მაქსიმალური გამჭვირვალობა.

"დღეს არის დანიშნული სასამართლო და რა თქმა უნდა, ეს სასამართლო იქნება ისეთი, რა დავალებასაც მიიღებს ის სუს-ისგან და პოლიციისგან. ეს იყო უკანონო დაკავების ფაქტი, არაფერი გარდა უხმო პროტესტისა, იმედას არ ჩაუდენია. შესაბამისად, კატეგორიულად მოვითხოვ, ყოველგვარი პროცედურული წესების დაცვით, ის გათავისუფლდეს"-, ამბობს ხატია დეკანოიძე.

გუშინ, პირველ ნოემბერს, ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის რეგისტრატორმა, იზა ჩირგაძემ, რომელიც მმართველი პარტიის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ მას არჩევნების გაყალბებას აიძულებდნენ. მან ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" შტაბში ისაუბრა. ამის შემდეგ, ქუთაისში, ოპოზიციის ვიცე-მერობის კანდიდატმა იმედა კლდიაშვილმა სუსის შესასვლელი პროტესტის ნიშნად საკუთარი ავტომანქანით ჩაკეტა. იმედა კლდიაშვილი პოლიციამ ადგილზე, ძალის გამოყენებით დააკავა. მან საკუთარი დაკავების კადრები თავად გადაიღო.

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის მერი მმართველი პარტიის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი გახდა, მას მხარი ამომრჩეველთა 51,64%-მა დაუჭირა, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ კი ხმების 48.35% მიიღოა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
10:41 / 15.10.2024
"ქართული ოცნება" ქუთაისელებს, წართმეული საპარლამენტო ქალაქის სტატუსის ნაცვლად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ცენტრად გადაქცევას სთავაზობს.
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობას, ხელისუფლებამ საბოლოო
დანიშნულება ექვსი წლის შემდეგ უპოვა.
13:58 / 14.10.2024
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობას, ხელისუფლებამ საბოლოო დანიშნულება ექვსი წლის შემდეგ უპოვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.