ახალი ამბები
ქუთაისში 14 საარჩევნო უბნის შედეგები ცნობილია
FaceBook
ქუთაისში 14 უბნის მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში, მმართველი პარტიის კანდიდატი იოსებ ხახალეშვილი ლიდერობს.

მან 52.97%  (3317 ხმა)  მიიღო,  ხოლო   "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ 47.03% (2945 ხმა)  მიიღო. 

ქუთაისში მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა რამდენიმე უბანზე მნიშვნელოვანი დარღვევები დააფიქსირეს.

მათ შორის, მათი თქმით, უბნებზე ხდებოდა ამომრჩევლის მოსყიდვა და აგიტაცია. ამომრჩევლისთვის თანხის გადახდაში დაადანაშაულეს მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე, რომელმაც ბრალდება უარყო.

დაფიქსირდა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა უბნიდან გამოძევების ფაქტები, შეურაცხყოფა მიაყენეს რამდენიმე ჟურნალისტს.

#54-ე საარჩევნო უბანზე კი , სადაც "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელთა თქმით, ფულს არიგებდნენ, მმართველი პარტიის კოორდინატორები საბავშვო ბაღში გახსნილ უბანზე მერხების ქვეშ იმალებოდნენ.

დღეს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

ქუთაისში მერობისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ხატია დეკანოიძე იბრძოდნენ.

გამოქვეყნდა ორი ტელეკომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ქუთაისში ხატია დეკანოიძე ლიდერობს, "იმედის" ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით კი მერი იოსებ ხახალეიშვილი გახდა.

ქუთაისში სულ 124 უბანი, სადაც  153 726 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #არჩევნები
მსგავსი სიახლეები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით
დასრულდება.
09:37 / 26.07.2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე
18:14 / 25.07.2024
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე "Pაris 24",  26 ივლისს გაიხსნება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.