ახალი ამბები
ქუთაისში საარჩევნო უბნები დაიხურა
FaceBook
ქუთაისში თვითმმართველობის არჩევნებზე მეორე ტურზე ხმის მიცემის პროცედურა 20:00 საათზე დასრულდა.
ქალაქში არსებული 124 საარჩევნო უბანი ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. 

ქუთაისში ხმის მიცემის პროცედურა მთელი რიგი დარღვევებით მიმდინარეობდა, რომლებზეც  17:00 საათი მონაცემით, საოლქო საარჩევნო კომისიაში 10 საჩივარი შევიდა.

მთელი დღის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საარჩევნო შტაბში კარუსელებზე, მოსყიდვის მცდელობასა და ამომრჩევლების ზეწოლაზე მიუთითებდნენ. ასევე, მათი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე პრობლემები ექმნებოდათ. 

არჩევნების პირველი ტურისგან განსხვავებით მეორე ტური დაძაბული იყო ჟურნალისტებისთვაც. საარჩევნო უბნებში აგრესიულობით გამოირჩეოდნენ "ოცნების"  კოორდინატორები, რომლებიც #15-ე საარჩევნო უბანზე ჟურნალისტს თავს დაესხნენ.

ქუთაისში ამომრჩევლებს ქალაქის მერის არჩევა "ქართული ოცნების" კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ხატია დეკანოიძეს შორის უწევს. 

პირველ ტურის შედეგების მიხედვით, ამომრჩევლების ხმის 43.35% ხატია დეკანოიძეს ერგო, ხოლო 41.45%  იოსებ ხახალეიშვილს. 

ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 153 726 ამომრჩეველი.

გახსნილი იყო 124 უბანი. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში საჭირო გახდა არჩევების მეორე ტურის ჩატარება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:19 / 28.06.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
13:19 / 26.06.2026
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე მოსახლეობის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.