ახალი ამბები
"ქალთა მკვლელობები ჩადენილია პარტნიორების მიერ"
FaceBook
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ქალების მთლიანი პოპულაციის თითქმის მესამედი არის ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ასევე, ქალთა მკვლელობების 40% ჩადენილია მათი პარტნიორების მიერ. აღნიშნულზე ისაუბრეს ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია "აკესო"ს მიერ გამართულ მრგვალ მაგიდა თემაზე: "ძალადობას არა აქვს გამართლება!"

შეხვედრა ორგანიზაციის "ევრაზიის ქალთა ქსელი შიდსის საკითხებზე" რეგიონალური კამპანიის "ძალადობას არა აქვს გამართლება!" ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზნი გახლავთ საზოგადოების ცნობიერების და ტოლერანტობის გაზრდა აივ დადებითი ქალთა პრობლემატიკასთან დაკავშირებით.
მრგვალ მაგიდაზე ასევე განხილულ იქნა აივ-ინფიცირებულ და ნარკომომხმარებელ ქალთა ძალადობის პრობლემები.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, საქართველო მიეკუთვნება აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც საზოგადოების დამოკიდებულება მოწყვლად და მარგინიზირებულ ჯგუფებთან მიმართებაში მკვეთრად უარყოფითია.

"დღესაც აივ დადებითი ქალები ძალადობის მსხვერპლნი არიან. ისინი მუდმივად განიცდიან ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ძალადობას", - აღნიშნეს შეხვედრაზე.

ორგანიზაციის მიერ გამოკითხვის შედეგად, მათმა უმრავლესობამ არ იცის კრიზისული ცენტრის, თავშესაფრის, ზიანის შემცირების სერვის ცენტრებისა და სხვა არსებული მომსახურების შესახებ და თუკი იცის, არ მიმართავს მათ დახმარებისათვის. გამოკითხული ქალები ამის მიზეზად გამჟღავნების შიშს, სირცხვილს, ქართულ მენტალიტეტს ასახელებენ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის
11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე
სამ პირს ბრალი წაუყენა.
14:25 / 09.08.2026

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია
2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.
12:22 / 09.08.2026

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია 2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.