ახალი ამბები
საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია პენიტენციურ სისტემაშივე იგეგმება
FaceBook
საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდება.
ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, სამკურნალო დაწესებულება სრულად არის გამართული და მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართვა შესაძლებელია.

"სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულება ფუნქციონირებს, არ არის გაუქმებული და რაც შეეხება მოშიმშილე პაციენტის მართვას, აღნიშნულ დაწესებულებას ასეთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა შეუძლია", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სანამ პატიმრობაშია, საკვების მიღებას არ აპირებს, თუმცა თანახმაა მედიკამენტოზურ ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მეოცე დღეა შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პენიტენციურ დაწესებულებაში კონსილიუმი გუშინ შევიდა.

ყოფილი პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მაღაროელები, რომლებიც მეხუთე თვეა, უწყვეტ საპროტესტო აქციებს
მართავენ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილით კიდევ ერთხელ
მიმართავენ.
13:30 / 05.07.2025
მაღაროელები, რომლებიც მეხუთე თვეა, უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილით კიდევ ერთხელ მიმართავენ.
ხარაგაულის ორ სოფელში, ღვერკსა და ხემაღალში, მეწყრული პროცესების
გეოლოგიური შესწავლა გრძელდება.
10:00 / 05.07.2025
ხარაგაულის ორ სოფელში, ღვერკსა და ხემაღალში, მეწყრული პროცესების გეოლოგიური შესწავლა გრძელდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.