ახალი ამბები
ჭიათურის თეატრის შენობა - სილამაზე დაზიანებულ კედლებში (ფოტო)
FaceBook
ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული ძეგლია საქართველოში.

თეატრის მშენებლობა 1945 წელს დაიწყო და 1949 წელს დასრულდა.

შენობის თემატიკა ეძღვნებოდა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას. ომში გამარჯვებას თემაა გაშლილი თეატრის ჭერის მოხატულობაშიც. 
შენობის არქიტექტორი კონსტატნტინე ჩხეიძე გახლდათ. 

დარბაზი მოხატა რობერტ სტურუა უფროსმა. 

კედლებზე იმ დროის და ყველა დროის საუკეთესო ქართველი მსახიობების პორტრეტებია გამოსახული: ვერიკო ანჯაფარიძე,  მედეა ჯაფარიძე, აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე და სხვები.


თეატრში კაპიტალური რემონტი არ ჩატარებულ გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ. 



იგი რეკონსტრუქციას საჭიროებს. თეატრის მესვეურების მხრიდან ბევრი მცდელობის მიუხედავად თეატრს არ გამოუჩნდა  არც კერძო სპონსორი და არც სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიძებნა შესაბამისი თანხა. 

თეატრის დარბაზი, სკამები, კედლები გადაუდებელ რეკონსტრუქციას მოითხოვს. 

ნესტის გამო დაზიანებულია ჭერისა და კედლის მხატვრობაც. 
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:42 / 17.08.2025
"ვიდრე ბიჭები არ გამოვლენ ციხიდან, ეს კარავი აქ იქნება, პროტესტის მუხტი აქ იქნება", -
აცხადებს მაღაროელი, ჭიათურის პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე ტარიელ მიქაცაძე "მაუწყებელთან" ინტერვიუში.
15:10 / 16.08.2025
"თქვენ მარტო არ ხართ. ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება თქვენ გვერდით დგას. ვგმობთ ანტიკონსტიტუციურ თავდასხმებს თქვენ მიმართ და ვიზიარებთ, რომ თქვენი ბრძოლა ემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისაც საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული მომავლის სჯერა",- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც16 აგვისტოს სამოქალაქო საზოგადოების 34-მა წარმომადგენელმა გაავრცელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.