ახალი ამბები
ჭიათურაში, ახალი სპექტაკლი „მოძრავი თეატრის“ პრინციპით დადგეს
FaceBook
ჭიათურის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან.

წარმოდგენილი იქნება ​მათეი ვიშნეკის "სამუშაო მოხუცი კლოუნებისთვის". რეჟისორი მამუკა ცერცვაძე, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიცაა. 

სპექტაკლი არატიპიური ფორმის, ანუ „მოძრავი“ იქნება. სცენა და პარტერი ისეა დამზადებული, რომ მისი გადაადგილება მარტივად შეიძლება. ამით სპექტაკლის ავტორები მოახერხებენ მათი პანდემიის პერიოდის გეგმის განხორციელებას: ე.წ. თეატრი შაპიტოს პრინციპზე სპექტაკლის სოფლებში ტარებას და ღია სივრცეში ჩვენებას. 

"პანდემიის დროს მოვიფიქრეთ და შევარჩიეთ სწორედ ეს სპექტაკლი. პიესა იძლევა ამის საშუალებას  მობილური პარტერი და სცენა  გაგვეკეთებინა, ასევე ჰქონდეს თავისი გახმოვანების და განათების აპარატი. გეგმა გვაქვს სპექტაკლი ვატაროთ სოფლებში.ვივლით "თეატრი შაპიტოს" გავაკეთებთ", - აღნიშნავს მამუკა ცერცვაძე.  

სპექტაკლის პრემიერა ჭიათურის სახელმწიფო თეატრში 28 ოქტომბერს ჩატარდება.

თეატრი ამავე დღეს გახსნის ახალ სეზონს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად
პოლიციამ ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და
ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო, დაკავებულია 51 პირი.
15:03 / 11.03.2026
ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად პოლიციამ ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო, დაკავებულია 51 პირი.
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის გათავისუფლებული პედაგოგი, ამავე სკოლის
დირექტორის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.
13:27 / 10.03.2026
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის გათავისუფლებული პედაგოგი, ამავე სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.