ახალი ამბები
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლებს 1830 საარჩევნო უბანი მოემსახურება
FaceBook
30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მოქალაქეები 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

"შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა უკვე დაიწყეს მზადება არჩევნების მეორე ტურისთვის. მეორე ტურზე ამომრჩევლებს 1830 საარჩევნო უბანი მოემსახურებათ. ასევე მეორე ტურზე ამომრჩევლებისთვის არის შექმნილი გამონაკლის შემთხვევაში 8 უბანი. შექმნილია სპეციალური უბნები სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამორმრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

2 ოქტომბრის მსგავსად 30 ოქტომბერს სრულად დაცული იქნება კოვიდრეგულაციები. თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებიან და ტერიტორიულად იმყოფებიან იმ საარჩევნო ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სადაც არიან რეგისტრირებული, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიმართონ ცესკო-ს კონტაქტჰაბს ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51 (შიდა ნომერი 0)“, - აღნიშნავენ ცესკო-ში.

ცესკოს ცნობით, მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიქტების წარმომადგენლებს უფლებამოსილების ვადა უგრძელდებათ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე, რეგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებსაც. მათ უფლება აქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეხუთე დღისა განახორციელონ ცვლილებები და დაამატონ დამკვირვებლები და მედია წარმომადგენლები.

ცესკო მიმართავს მოქალაქეებს, იაქტიურონ და მიიღონ 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2024 წლის აღწერის მონაცემებით, ქუთაისში ქალების წილი მოსახლეობაში
54%-ს შეადგენს, რაც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.
12:49 / 22.04.2026
2024 წლის აღწერის მონაცემებით, ქუთაისში ქალების წილი მოსახლეობაში 54%-ს შეადგენს, რაც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
დახმარების სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 32 ბავშვი
გაშვილდა, ხოლო მშვილებელი პირების რაოდენობამ 1575 შეადგინა.
12:31 / 22.04.2026
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 32 ბავშვი გაშვილდა, ხოლო მშვილებელი პირების რაოდენობამ 1575 შეადგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.