ახალი ამბები
საქართველოში მარჯვენასაჭიან მანქანების დარეგისტრირება 2016 წლიდან აიკრძალება
FaceBook
შსს-ს ინფორმაციით, საქართველოში მარჯვენასაჭიან მანქანების დარეგისტრირება 2016 წლის მარტიდან აიკრძალება.
ასევე აიკრძალება საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციაც, რადგან როგორც შშს საინისტროში აცხადებენ, ავტომობილების ამ კატეგორიას დიდი შანსი აქვს, ტექდათვალიერება ვერ გაიაროს.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა დაიწყო. 

მისი თქმით, პროგრამა რეალობის საჭიროებებზეა მორგებული და მისი მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლება, რადგან დაცული იყოს  მოქალაქეების სიცოცხლე და მაქსიმალურად შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევები.

პროგრამა მარჯვენა საჭიანი ავტომობილების აკრძალვის გარდა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზების წინააღმდეგ:

არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა, ადმინისტრირების გაუმჯობესება,  სამგზავრო ავტობუსების მოძრაობაზე

კონტროლის გაუმჯობესება, ქვეყანაში არსებული ავტოპარკის განახლების წახალისება, სიჩქარის მობილური დეტექტორების გამოყენება, ე.წ. "უკონტაქტო

პატრულირება", გზებზე და ქალაქებში არსებული "შავი წერტილების" განეიტრალება, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობის გამკაცრება,

მოძრაობის წესების დარღვევებზე ქულების სისტემის შემოტანა და მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა.

"მე ამ პროგრამას, პირველ რიგში, მომავალი თაობის უსაფრთხოებისთვის ვიწყებ. მინდა, ისინი პატარობიდანვე ეზიარონ იმ ჭეშმარიტებას, რომ კანონმორჩილი
მოქალაქე, ცივილური, განვითარებული სახელმწიფოს ფუნდამენტია," - აცხადებს გიორგი მღებრიშვილი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო
ბიბლიოთეკის რეკონსტრუქცია, რომელიც
14:17 / 02.04.2026
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის რეკონსტრუქცია, რომელიც "ოცნების" ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 11 წლის წინ დაგეგმა, საბოლოოდ ახლა იწყება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული
და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00
საათზე დაიწყებს.
13:57 / 02.04.2026
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.