ახალი ამბები
ქუთაისის სკოლებში დისტანციურ სწავლებაზე რამდენიმე ათასი მოსწავლეა გადასული
FaceBook
ქუთაისის სკოლებიდან დისტანციურ სწავლებაზე 2 110 მოსწავლეა გადასული.

"ქვეყანაში გაზრდილია კოვიდინფიცირების შემთხვევები, ამიტომ მირჩევნია სასწავლო პროცესში დისტანციურად ჩაერთოს. ასე მეტად დაცული იქნება", - ამბობს მშობელი მანანა ფხაკაძე.

სურვილის შემთხვევაში, მშობელს შეუძლია, დაარეგისტრიროს შვილი online.emis.ge-ზე ან მივიდეს სკოლაში და მიმართოს განაცხადებით სკოლის ადმინისტრაციას.

ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ხუთშაბათს 00:00 - დან 18:00 საათის შუალედში.

ცხელი ხაზი: 2 200 220.

კონტაქტური სწავლების შემთხვევაში სავალდებულოა შემდეგი რეგულაციების დაცვა: 

აღნიშნული რეგულაციების შესაბამისად, სკოლის შენობაში შესვლის წინაპირობაა თერმოსკრინინგი.

შენობაში შესვლა კი მასწავლებლის, თანამშრომლისა და ვიზიტორისათვის დასაშვებია მხოლოდ პირბადით; თერმოსკრინინგისას ცხელების 370С ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით, 15-წუთიან შუალედში; მოსაცდელ სივრცეში სიცხის გადამოწმების შემდეგ 370С ან მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში, ნებისმიერი პირი არ დაიშვება სკოლაში და ეძლევა რეკომენდაცია, მიმართოს ექიმს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად.

გარდა ამისა, სკოლამ უნდა უზრუნველყოს როგორც ხელის ჰიგიენისთვის საჭირო სადეზინფექციო სითხეების არსებობა, ასევე პირბადეების რეზერვი, სანიტარული წერტილები კი ყოველი დასვენების შემდეგ უნდა დამუშავდეს; სახელურები და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირები 3 საათში ერთხელ უნდა დამუშავდეს.

მასწავლებლის მიერ გამოყენებული ჟურნალი – მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი – ინფექციის გადატანის მაღალი რისკის მატარებელია, შესაბამისად, მიზანშეწონილია მისი გამოყენება ჩანაცვლდეს აღრიცხვის ელექტრონული ფორმით. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ჟურნალით ყოველი სარგებლობის წინ და შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელების სანიტაიზერით სავალდებულო წესით დამუშავება;

დასვენებებზე ერთდროულად დიდი რაოდენობით მოსწავლეების თავმოყრის თავიდან აცილების მიზნით, სკოლა ინდივიდუალურად ადგენს სწავლის დაწყების განსხვავებულ დროებს და საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობას;

ქუთაისში სულ 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.