ახალი ამბები
ქუთაისის მერია ნიკიტინის სკვერს ისევ არ იბარებს
FaceBook
ქუთაისში, ორჯერ დახარვეზებული ნიკიტინის სკვერი მერიამ ისევ არ ჩაიბარა.
კომპანიის სკვერში არსებული დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორების  ვადა 10 ოქტომბერს ამოეწურა. 

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის მირზა ხიდაშელის თქმით, კომპანია  "გოლობალ სტანდარტმშენმა''  ხარვეზების ნაწილი გამოასწორა, ნაწილი კი ისევ გამოსასწორებელია.

"გამოსწორებულია ქვაფენილის ნაწილი, მაგრამ შეღებვისა და შედუღების ნაწილი ისევ დახარვეზებულია", - ამბობს მირზა ხიდაშელი.

მისი  თქმით, მშენებელ კომპანიას ხარვეზების გამოსასწორებლად გონივრული ვადა განესაზღვრა, თუმცა ის ზუსტ დროს არ ასახელებს.

ადგილობრივი თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ობიექტი მანამდე არ ჩაბარდება, ვიდრე შემსრულებელი  კომპანია სკვერში არსებულ ხარვეზებს არ გამოასწორებს.

"ხარვეზებით არ ჩავიბარებთ  ობიექტს.  თუ გონივრულ ვადაში არ გამოასწორა ჩვენ იძულებული ვიქნებით გავწყვიტოთ კონტრაქტი, ასევე ამ შემთხვევაში სანქციაზეც დაიწყება მსჯელობა", - ამბობს მირზა ხიდაშელი.

კომპანიაში კი თვლიან, რომ ობიექტში ხარვეზები გამოსწორებული აქვთ და მერიაც სკვერს ამჯერად უპრობლემოდ ჩაიბარებს. 

"მერიას  გუშინ (11 ოქტომბერს ) გავუგზავნე წერილი ჩაბარების თაობაზე. დაიწერება დასკვა და ჩაიბარებს მერია", - ამბობს კომპანიის წარმომადგენლი მურმან კუტალაძე. 

კომპანიამ სკვერის მოწყობას 370 244 ლარის სანაცვლოდ კომპანია  შპს ,,გლობალ სტანდარტმშენს" აკეთებს.

ხელშეკრულების მიხედვით,  კომპანის სკევრის მოწყობა 29 აგვისტოს უნდა ჩაებარებინა, ისიც ორჯერ გადავადებული პირობების ფონზე. თუმცა, კომპანიამ სკევრის მოწყობა ვერც გახანგრძლივებული სამუშაო ვადის შემდეგაც შეძლო. 

მერიას კომპანიამ თავდაპირველად სკევრის მოწყობის სამუშოების დასრულების შესახებ სექტემბერში მიწერა, თუმცა, მაშინაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ სკვერი დაიწუნა, შესაბამისად, არ ჩაიბარა. 

იმ დროისთვის მერიამ კომპანიას ძელსაკამები, ქვაფენილი და გვირაბის კედელი დაუხარვეზა.

შემდეგ იყო ქვაფენილების და ჟანგის პრობლემა, რომლის გამოსასწორებლად კომპანიას 10 ოქტომბრამდე  მიეცა ვადა.

უცნობია, როგორ  შეძლებს კომპანია იმ ხარვეზების გასწორებას რაც მერიამ დაუდგინა, რადგან "გლობალ სტანდარტმშენში"  გონიათ, რომ სკვერში ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია. 

რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ სკვერს თამაზ ნიკიტინის სახელი 2008 წელს მიენიჭა. თამაზ ნიკიტინი რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაიღუპა. xxx hot movies


ამავე თემაზე:

როგორი უნდა ყოფილიყო და როგორია ნიკიტინის სკვერი (ფოტო/ვიდეო)

ხარვეზების გასწორება - ნიკიტინის სკვერში ფილებს თავიდან აგებენ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ
მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
17:29 / 22.04.2024
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“
კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით პირველი საყოველთაო-სახალხო
განხილვა ქუთაისში შედგა.
17:19 / 22.04.2024
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით პირველი საყოველთაო-სახალხო განხილვა ქუთაისში შედგა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.