ახალი ამბები
"სააკაშვილის მდგომარეობა არ გაუარესებულა'' - პენიტენციური სამსახური
FaceBook
სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
უწყება საქართველოს მესამე პრეზიდენტის  ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და აცხადებს, რომ დროისათვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

,,სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავცრელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა – 120/90; პულსი – 90; სატურაცია – 97, გლუკოზა – 101mg/dl. როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ“, – აცხადებს პენიტენციური სამსახური.


10 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმმა, განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის გამო გაუარესდა და მას უახლოეს დღეებში საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდება.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სახალხო დამცველის ცნობით, სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:42 / 17.08.2025
"ვიდრე ბიჭები არ გამოვლენ ციხიდან, ეს კარავი აქ იქნება, პროტესტის მუხტი აქ იქნება", -
აცხადებს მაღაროელი, ჭიათურის პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე ტარიელ მიქაცაძე "მაუწყებელთან" ინტერვიუში.
15:10 / 16.08.2025
"თქვენ მარტო არ ხართ. ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება თქვენ გვერდით დგას. ვგმობთ ანტიკონსტიტუციურ თავდასხმებს თქვენ მიმართ და ვიზიარებთ, რომ თქვენი ბრძოლა ემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისაც საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული მომავლის სჯერა",- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც16 აგვისტოს სამოქალაქო საზოგადოების 34-მა წარმომადგენელმა გაავრცელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.