ახალი ამბები
საქართველოში დღეს გლოვის დღეა
FaceBook
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
მთავრობის განკარგულებით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ტრაგედიის ადგილზე მოქალაქეებს გუშინ მთელი დღის განმავლოვლობაში მიჰქონდათ ყვავილები, საბავშვო თოჯინები და სანთელები. მომხდარის გამო მწუხარებას როგორც ზღვისპირა ქალაქში, ისე მთლიანად ქვეყნაში ყველა გამოთქვამენ.

ბათუმში კორუპუსის ჩამონგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია (დედა, მისი 2 მცირეწლოვანი შვილი და მათი ბიძა), ისინი უკვე დაკრძალეს. დანარჩენ დაღუპულებს კი დღეს ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.  

ტრაგედიას სულ 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრო სამი პირი დააკავა.
Print