ახალი ამბები
,,გეოლოგები ყველა შენობის მდგომარეობას შეისწავლიან'' - თორნიკე რიჟვაძე
FaceBook
ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსში სამაშველო სამუშაოების დასრულებისთანავე კონსტრუქტორები და გეოლოგები შეისწავლიან, რამდენად უსაფრთხოა ირგვლილ მყოფ შენობებში ცხოვრება.
ამის შესახებ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

"როგორც კი მაშველები მორჩებიან სამუშაოს, მობილიზებულია როგორც კონსტრუქტორები, ასევე, გეოლოგები და ირგვლივ შეისწავლიან ყველა შენობის მდგრადობას, რამდენად უსაფრთხოა იქ დარჩენა და იქ ცხოვრება", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.


მისივე ინფორმაციით, ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში კიდევ სამ ადამიანს ეძებენ.

" მთელი დღის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა სამაშველო ოპერაცია. ამოყვანილია და შესაბამისად, გადასვენებულია ცხედრები და ჩვენი ინფორმაციით, ვეძებთ სამ ადამიანს, რომელიც ნანგრევებშია მოყოლილი".

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშველებმა ადგილიდან ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

დღის განმავლობაში ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან ამოიყვანეს წლის და 3 თვის ბავშვი. ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

ნაპოვნია 6 ცხედარი, აქედან ოთხი ერთი ოჯახის წევრია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირთან მოლაპარაკებების
შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის
მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 17:00 საათიდან ისვე
შეიკრიბებიან.
12:15 / 04.12.2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 17:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების
გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით,
ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
13:33 / 03.12.2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.