ახალი ამბები
არჩევნების დღეს და შემაჯამებელ ოქმებში საიამ 350 დარღვევა გაასაჩივრა
FaceBook
კენჭისყრის დღეს და შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე საია-მ სამართლებრივი რეაგირება 350-ზე მეტ შემთხვევაში მოითხოვა. 

ამის შესახებ საიას განცხადებაშია მითითებული. 

ამ დარღვევებიდან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარადგინა 34 საჩივარი.

- კენჭისყრის შენობის პერიმეტრთან დაფიქსირებულ დარღვევებზე შსს-ს სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნით მიმართა 23 შემთხვევაში; 

- საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის პროცედურების და ხმის დათვლის დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე მიმართა 60-მდე შემთხვევაში;

- შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე საჩივრები წარადგინა 250-მდე შემთხვევაში. ამათგან, სხვადასხვა მონაცემების ხელახალი გადათვლა მოითხოვა 230-ზე მეტ უბანთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, საია ითხოვს ისნის ოლქში შემავალი ყველა უბნის მონაცემების ხელახლა გადათვლას. ამ მოთხოვნის დაყენების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, ისნის ოლქში შემთხვევითი შერჩევით გადათვლილი 5 უბნიდან, 4 შემთხვევაში გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის ცდომილება.  

საჩივრების ნაწილი ამ ეტაპზე სრულად არ არის განხილული და საოლქო საარჩევნო კომისიებში საია სამართლებრივ დავებს აგრძელებს.  

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღეს ქვეყნის მასშტაბით 10 მუნიციპალიტეტში (21 საარჩევნო ოლქში) აკვირდებოდა. 

2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში, მათ შორის ქუთაისში, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირთან მოლაპარაკებების
შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის
მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 17:00 საათიდან ისვე
შეიკრიბებიან.
12:15 / 04.12.2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 17:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების
გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით,
ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
13:33 / 03.12.2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.