ახალი ამბები
ქუთაისში, ,,ორი ნაბიჯის'' დისტრიბუტორები გაიფიცნენ
FaceBook
ქუთაისში, ქსელური მარკეტი "ორი ნაბიჯის" 20 -მდე თანამშრომლი გაიფიცა. ისინი  ორახელაშვილის ქუჩაზე მდებარე საწყობთან არიან შეკრებილები და მუშაობაზე უარს აცხადებენ.
ქსელური მარკეტის დისტრიბუტორები და მძღოლები აცხადებენ, რომ  ზეკანაკვეთურად მუშაობენ და ხელფასი მიზერული აქვთ. 

"მთელი ღამე ვმუშაობთ  მიზერულ თანხაზე. ვითხოვთ, ეს საკითხი იყოს მოწესრიგებული და ჩვენი შრომის შესაბამისი ანაზღაურება გვქონდეს", -
ამბობს დისტრიბუტორი მამუკა ჩაჩუა.

გაფიცულები  ხელფასის მომატების გარდა,  დისტრიბუციის მანქანების გაუმართაობაზეც მიუთითებენ. 

"გაადადგილება ამ მანქანებით საშიშია. კაბინაში წყალი შემოდის, ზოგს ფარი არ აქვს, ზოგს საქარე მინის გასაწმენდი არ უმუშავებს, ყველაფერი ჩვენს ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე გადის", - აცხადებენ გაფიცულები.


"ორი ნაბიჯის" დისტრიბუციის მანქანები

მათი თქმით, ისინი  სამუშაო პროცესს იქამდე არ დაუბრუნდებიან, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. 

ქუთაისში, "ორი ნაბიჯის" 15 ფილიალია. დისტრიბუტორების ხელფასი  500 ლარს, ხოლო მძღოლების ხელფასი 650 ლარს შეადგენს. 

მაღაზიათა ქსელში აცხადებენ, რომ თანამშრომლების პროტესტის შესახებ ინფორმაცია აქვთ და  მიმდინარეობს მოლაპარაკებები. 

რაც შეეხება მანქანების გაუმართაობას,  "ორი  ნაბიჯის" მარკეტინგის ხელმძღვანელის ნოკა ბაინდურაშვილის თქმით, ავტომანქანებს გავლილი აქვთ ტექნიკური შემოწმება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.