ახალი ამბები
"თუ არ გვინდა პრემიერი "ბიძინობას" გვილოცავდეს, მოდით არჩევნებზე"
FaceBook
გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმებული ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ არჩევანი ქუთაისის #117-ე უბანზე დააფიქსირა.

ხმის მიცემის შემდეგ მან მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ყველა ადამიანის ხმა გადამწყვეტია.

"ყველას, ვისთვისაც სულერთი არ არის ქვეყნის მომავალი, მისცეს ხმა ნებისმიერ პროდასავლურ პარტიას. ჩვენ თუ არ გვინდა ცხოვრება ოლიგარქიულ წყობილებაში, თუ არ გვინდა, რომ პრემიერ-მინისტრად წოდებული ადამიანი "ბიძინობას" გვილოცავდეს, თუ არ გვინდა, რომ სუსი გვისმენდეს, უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი",
- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 153 861 ამომრჩეველი.

გახსნილია 124 უბანი. აქედან ორი სპეც უბანი, ერთი №2 პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო სკოლაში - სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის მეშვეობით.

დღეს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები მიმდინარეობს.

ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ.

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.