ახალი ამბები
მთავრობის ქუთაისზე გაცემული 12 შეუსრულებელი დაპირების გამოფენა
FaceBook
ქუთაისში მერიის შენობის წინ გამოფენა გაიმართა.

გამოფენის ავტორმა და ორგანიზატორმა სამოქალაქო აქტივისტმა მიშა მუმლაძემ ქალაქის ცენტრალურ ბაღში 12 სურათი განათავსა, სადაც ის 12 შეპირება და პროექტია ასახული, რომლის განხორციელებასაც ხელისუფლება ქუთაისში აპირებდა. ამ პროექტებს საერთო ის აქვთ, რომ ყველა მასშტაბურია და არც ერთი არ შესრულებულა. 





"ქუთაისი ქალაქია დიდი პასუხისმგებლობით, არამარტო ქართველი ხალხის, არამედ შეიძლება ითქვას მსოფლიოს წინაშეც. 2 ოქტომბერს, ხვალ არჩევნებია, ვფიქრობ დროა ამ ქალაქმა მისი გაბრაზებული სიტყვა თქვას, ბევრი წლები რომ წაართვეს და ასე საშინლად ექცევიან. გუშინ მერიის წინ ფოტოგამოფენა გავაკეთე. ესაა პროექტები, ყველა არჩევნების წინ რომ გვპირდებიან და სამწუხაროდ, ჯერ არ გაკეთებულა. 12-ივე პროექტზე აქვთ მიზეზი და ახსნა-განმარტება, თუ რატომ არ გააკეთეს, ეგ არაფერი სტალინის დახვრეტილებსაც რაღაც მიზეზით უსჯიდნენ სიკვდილს.გავა წლები და მომავალი თაობა ძალიან დიდი საყვედურს გვეტყვის, ამდენს რატომ ვპატიობდით მთავრობებს. ესენი მხოლოდ ქუთაისში გაცემული დაპირებებია, თან ოფიციალური განცხადებები, წარმოიდგინეთ სხვა ქალაქებში რა მდგომარეობაა",
- აღნიშნავს მიშა მუმლაძე. 




ავტორის თქმით, გამოფენა ქუთაისის სხვადასხვა უბანში გადაინაცვლებს. 

მისივე განმარტებით, გამოფენის მიზანია საზოგადოებას აჩვენოს, რომ ხელისუფლება დაპირებებს არ ასრულებს და ხალხს ატყუებს.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება 2012 წელს მოვიდა. იმ დროისთვის ქუთაისში პარლამენტი და კიდევ ოთხი სამთავრობო უწყება იყო გადატანილი. თუმცა "ოცნებამ" ყველა  უწყება თბილისში დააბრუნა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები


საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის უკვე მეორედ
იმართება როგორც ონლაინმედიების მხარდამჭერი ღონისძიება და 30-31
მაისს Slink Cafe-ში ჩატარდება, რომელიც ილიას ბაღი-ში
მდებარეობს.
14:40 / 18.05.2026

საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის უკვე მეორედ იმართება როგორც ონლაინმედიების მხარდამჭერი ღონისძიება და 30-31 მაისს Slink Cafe-ში ჩატარდება, რომელიც ილიას ბაღი-ში მდებარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო
შეიქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი
კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგსა და სამართლებრივ
რეაგირებაზე იმუშავებს.
11:28 / 18.05.2026
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო შეიქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგსა და სამართლებრივ რეაგირებაზე იმუშავებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.