ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრში რეკრეაციული ზონის მოწყობა იგეგმება
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ყოფილი მუზეუმის შენობის ადგილას რეკრეაციული ზონის მოწყობა იგეგმება.

აღნიშნული ინიციატივით ქუთაისის  მერია გამოდის.

"დაგეგმილია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, კომერციულად არასაინტერესო, უსახური ობიექტის დემონტაჟი და მის სანაცვლოდ სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტის ფუნქციური ტერასული სივრცის შექმნა. ახალი სკვერი ქალაქის ცენტრში  ახალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი იქნება, სადაც უკეთესად მოხდება  ქალაქის წარმოჩენა და პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე
", - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე  ქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ.

მისი თქმით, მანამდე ყოფილი მუზეუმის შენობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა, ადგილობრივი თვითმმართველობის  ბალანსზე უნდა გადავიდეს.

ქალაქის ცენტრალური მოედნის კეთილმოწყობა ერთ-ერთია იმ 14 იდეა/პროექტს შორის, რომელსაც ქალაქის ხელისუფლება მომდევნო კვირას  "საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების  სამთავრობო  კომისიის  მიერ გამოცხადებულ  საგრანტო
კონკურსზე" შესაბამის კომისიას
წარუდგენს. გრანტის ჯამური ღირებულება 25  მილიონ ლარს შეადგენს.

მერიაში განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მათ მიერ წარდგენილი პროექტები დამტკიცდება, მიმდინარე წელს ტენდერები გამოცხადდება, ხოლო სამუშაოები სრულად 2022 წელს იქნება დასრულებული.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:19 / 28.06.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
13:19 / 26.06.2026
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე მოსახლეობის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.