ახალი ამბები
ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ ფაიზერის მესამე დოზაზე ნებართვა გასცა
FaceBook
ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) ფაიზერის მესამე დოზის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა გასცა.
FDA განმარტებით, ბუსტერის გაკეთებას შეძლებენ 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები, რისკჯგუფების წარმომადგენლები, ჯანდაცვის მუშაკები, მასწავლებლები და მოხუცთა თავშესაფარში დასაქმებული პერსონალი.

FDA-ის რეკომენდაციის მიხედვით, ბუსტერი ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან სულ მცირე ექვსი თვეში უნდა გაკეთდეს.

ადმინისტრაციის განცხადებით, გადაწყვეტილება სამეცნიერო მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ მიიღეს. 

საქართველოში ამ ეტაპზე ოთხი ვაქცინაა ხელმისაწდომი: ფაიზერი,სინოფარმი,სინოვაკი და ასტრაზენეკა.

აცრისთვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ booking.moh.gov.ge-ზე.

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, იმერეთში აცრა შესაძლებელია ქუთაისში, ჭიათურასა და ზესტაფონში.

ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამისთვის სპეციალური სივრცეა გამოყოფილი.

პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იღებენ.

ქუთაისში, ასევე, ხელმისაწვდომია მოძრავი პუნქტი, სადაც აცრის გაკეთებაა შესაძლებელი. სპეციალური ავტობუსი მასობრივი თავშეყრის ადგილებზე ჩერდება
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების
ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
11:02 / 26.04.2024
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.